9 ივნისს STEM ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდა!

9 ივნისს, კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტის - STEM ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდა.

ოლიმპიადა ორი ტურისგან შედგებოდა, პირველ ტურში მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით 200-მდე სკოლის გუნდი, რომელთაგან 10 ფინალისტი გამოვლინდა.

ფინალურ ტურში მოსწავლეები გუნდურად მუშაობდნენ ინჟინერიის დავალებებზე 6 საათის განმავლობაში, მენტორების დახმარების გარეშე.

ფინალურ ტურში გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი:

I ადგილი - ქართულ-ამერიკული სკოლა

II ადგილი - თავისუფალი სკოლა

III ადგილი - სკოლა მწიგნობართუხუცესი.

ოლიმპიადა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს მხარდაჭერით ჩატარდა.


ზემოთ